LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩქარის მოყვარული მძღოლების შესაშინებლად ბრიტანელმა კაცმა ჩიტის ბუდე რადარს დაამსგავსა

65
maikretmol

ბრიტანელ მაიკ რეტმოლს უკვე ბევრი წელია რაც ზედმეტი სისწრაფის მოყვარული მძღოლები აწუხებენ. კაცმა გადაწყვიტა, უბანში სიწყნარე ორიგინალური მეთოდით დაემყარებინა.

რეტმოლმა საკუთარი ბაღის ღობესთან ჩიტებისთვის ყუთი დადგა და ყვითელსა და ნაცრისფერში შეღება. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სიჩქარის მაკონტროლებელი რადარები სწორედ ამ ფერებშია შესრულებული.

მეზობლები რეტმოლის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რადგან მძღოლების უმრავლესობა ყალბმა რადარმა შეაშინა და გზის ამ მონაკვეთზე სიჩქარის დაკლებაც დაიწყეს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ბრიტანელი თავისი მიგნებით არც ერთ კანონს არ არღვევს, ამიტომ ყუთის მოხსნას ვერ მოსთხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები