LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების ქონა სავალდებულო მხოლოდ სატვირთოებისთვის იქნება

25

“სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟი და გამოყენება 2017 წლის 31 დეკემბრიდან სავალდებულო მხოლოდ საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართულ სატვირთო ავტომანქანებსა და პირველად რეგისტრირებულ ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებში იქნება,” – ამის შესახებ “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს.

მათივე ცნობით,  ქვეყნის შიდა გადაზიდვებში ჩართული ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის მონტაჟი სავალდებულო 2020 წლის პირველი სექტემბრიდან გახდება.

მთავრობის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გამოყენება გზებზე დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღჭურვილი იქნებიან სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობით, რომელიც ისე იქნება დარეგულირებული, რომ მათი სიჩქარე 100 კილომეტრს საათში არ აღემატებოდეს.

რაც შეეხება სატვირთოებსა და ტრაილერებს, დადგენილების თანახმად, მათ ისეთი სიჩქარის შემზღუდავი დაუყენდებათ, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას 90 კმ.სთ. სიჩქარის გადაჭარბების საშუალებას არ მისცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები