თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი, ნიკოლოზ ღუნაშვილი მოკლეს.
შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.
„ის ბავშვი არ მომკვდარიყო… ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“ – 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
დოდო ოდიშარიამ ტელეკომპანიასთან გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობა გაიხსენა.
თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა.
მათ შორის არის პედაგოგი ლოლა ჩხაიძე, რომლის სტატუსს „გურია თუდეი“ ავრცელებს:
„ალბათ, წუხელ, თბილისში ყველა მოზარდის ტელეფონი, ვინც სახლში არ იყო ან დედა არ იყო მასთან, ერთდროულად რეკავდა და ყველას ეწერა „დედა“…
ერთზე კი არ უპასუხეს, ვერც ექიმმა შეძლო, ეპასუხა.
სიცილის გამო მოკლული 17 წლის ბიჭის ტელეფონი სამუდამოდ დადუმდა.
ბიჭის, რომელიც დღე-დღეზე სტუდენტობას ელოდა…
ღმერთო, რამდენს უძლებს ადამიანი!
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ცხოვრება ასეთი საშიში თუ გახდებოდა…“ _ წერს ლოლა ჩხაიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ცნობისთვის, 22 ივლისს, ვერაზე, შანიძის 31-ში, გვიან ღამით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი – 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე სამართალდამცავებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მის კუთვნილ სასტუმროში დააკავეს.
