LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ბავშვი არ მომკვდარიყო… ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“ – 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა

1656
ნიკოლოზ ღუნაშვილი, დოდო ოდიშარია, ნიკა კაპანაძე

„ის ბავშვი არ მომკვდარიყო… ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ ნეტა ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ 17 წლის მოზარდის, ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული, ნიკა კაპანაძის დედამ, დოდო ოდი­შა­რიამ განაცხადა.

დოდო ოდი­შა­რიამ ტელეკომპანიასთან გუშინ მომხდარი საზარელი მკვლელობა გაიხსენა:

„იარაღით იყო სახლში, პოლიციას არ უშვებდა. მე გამომიყვანეს საერთოდ… იარაღის ხმა არ იყო, რაღაც სხვანაირი ხმა იყო… სპეცრაზმი იყო, მე ვუთხარი – ნუ მიხვალთ კარებთან, მე მიმიშვით. ერთი მკვდარი ხოა, მეორე არ მინდა მეთქი. მე მესროლოს… არ გამაჩერეს, არაო…

ის ბავშვი არ მომკვდარიყო… ძალიან ძნელია დედისთვის ამის თქმა, მაგრამ ნეტა ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ცოცხალი ყოფილიყო“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ 17 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებული, ნიკა კაპანაძის დედამ.

ცნობისთვის, თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.

ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებული ნიკა კაპანაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კაპანაძემ დაკავების დროს, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია – ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული ხელზე მიღებული დაზიანების გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები