დუეტი „ჯორჯია“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.
12 დეკემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი თავიანთ განვლილ გზას მსმენელთან ერთად შეაჯამებენ.
შესრულდება არაერთი ჰიტი მათი შემოქმედებიდან.
ახლახან ისინი „იმედის დღეს“ სტუმრობდნენ და შეასრულეს სიმღერა „სიცოცხლე იმედის ფერია“, რომელიც სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნეს.