LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა… გთხოვთ, მომიხსენეთ ლოცვებში“ – რა შეემთხვა არუნ ხათრს

6709
არუნ ხათრი

ხალხური მედიცინის სპეციალისტი არუნ ხათრი სოციალურ ქსელში წერს, რომ კისრის ტრავმა მიიღო.

„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა… კისრის ტრავმა მაქვს და ამჟამად ვერც სწორად ვზივარ. ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ ჩემზე უდიდესი სიყვარულით — მათი ძალა მაძლევს ენერგიას. ზოგჯერ ცხოვრება გვაიძულებს შევჩერდეთ, რომ მოვიშუშოთ და თავიდან დავაფასოთ ყველაფერი. მჯერა, ეს პერიოდიც გაივლის. გთხოვთ, მომიხსენეთ ლოცვებში. დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და მადლიერი ცხოვრების ყოველი მომენტის მიმართ“, – წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.

დღეს ხათრმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში სადაც ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა:

„უკვე 7 დღე გავიდა ჩემი კისრის ტრავმიდან… დღეს ბოლოს და ბოლოს შევძელი წამოვმდგარიყავი და ცოტა მევლო. ჯდომა ჯერ კიდევ მიჭირს — მაგრამ ნელ-ნელა ვფხიზლდები.
თქვენი ლოცვები, სიყვარული და შეტყობინებები მაძლიერებს ამ რთულ პერიოდში.
გმადლობთ ყველას — თქვენ მხოლოდ გამომწერები არ ხართ, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ.
შეუჩერებლად ვიბრძვი და მალე დავბრუნდები — უფრო ძლიერი და ენერგიით სავსე“, – წერს არუნ ხათრი.

ხალხური მედიცინის სპეციალისტს სოციალურ ქსელში გამომწერები ჯანმრთელობას უსურვებენ.

💔 სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა… კისრის ტრავმა მაქვს და ამჟამად ვერც სწორად ვზივარ. ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ…

Posted by Arun khatri on შაბათი, 01 ნოემბერი, 2025

უკვე 7 დღე გავიდა ჩემი კისრის ტრავმიდან… დღეს ბოლოს და ბოლოს შევძელი წამოვმდგარიყავი და ცოტა მევლო. ჯდომა ჯერ კიდევ…

Posted by Arun khatri on კვირა, 02 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g