LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიძეს პატარძლის მზითვი არ მოეწონა და ქორწილი გააუქმა

121
89709

ინდოეთში სიძემ ქორწილი გააუქმა მას შემდეგ, რაც პატარძლის მზითვით უკმაყოფილო დარჩა. გამოცემა Kerala Kaumudi-ს ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლს და ოქროს ყელსაბამს ელოდებოდა.

სიძისა და პატარძლის ოჯახებს შორის კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა მომავალი ნათესავები ქორწინების სასახლეში შეიკრიბნენ. სიძის ნათესავებმა პატარძლის ნათესავებისგან მაშინვე შეპირებული მზითვი მოითხოვეს: მოტოციკლი და ოქროს ყელსაბამი, რომელზეც სიძე ასე ოცნებობდა. პატარძლისიანებმა კი ამ თხოვნაზე მიუგეს, რომ სამწუხაროდ, ამ ნივთების მოტანა მათთვის შეუძლებელი იყო.

დაიწყო სიტყვიერი კამათი, რომელიც მალე კინაღამ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. სიძემ მომავალ სასიმამროს დაარტყა, შემდეგ კი განაცხადა, რომ ქორწილს აუქმებდა.
ამის შემდეგ სიძისიანებმა ტერიტორია სასწრაფო წესით დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები