LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიენა მილერი, ჩარლი ჰანემი და რობერტ პატინსონი ახალი ფილმის პრემიერაზე

49

14 თებერვალს, სიენა მილერი, რობერტ პატინსონი და ჩარლი ჰანემი ბერლინის კინოფესტივალზე ფილმის „დაკარგული ქალაქი Z“ პრემიერაზე მივიდნენ, რომლის ჩვენებაც კონკურსგარეშე მოხდა.

მიუხედავად საკმაოდ ცივი ამინდისა, სიენას Dior-ის ნახევრად გამჭვირვალე კაბა ეცვა.

რაც შეეხება ახალ ფილმს, პროექტის რეჟისორი ჯეიმს გრეია. სათავგადასავლო ჟანრის ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და ის ბრიტანელი მოგზაურის, პერსი ფოსეტის ისტორიას გვიამბობს, რომელიც 1925 წელს ბრაზილიის უღრან ტყეებში ლეგენდარული მკვდარი ქალაქის მოსაძებნად გაემგზავრება, თუმცა იქ უკვალოდ ქრება. (ფოტოგალერეა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები