LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილის წინ ბელამ კახის დაურეკა, რომელიც გადაღებებზე იყო და უთხრა: ჩა-მო-დი… კიდევ ორი დღე იყვნენ ერთად…“

168
kaxikavsadzebela20

გადაცემა „პროფილს“ ამერიკიდან საქართველოში მცირე ხნით ჩამოსული მსახიობი, ირაკლი კავსაძე სტუმრობდა. მან სხვა ბევრ თემასთან ერთად, დედ-მამის, ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის არაჩვეულებრივი სიყვარულის ამბავზე ისაუბრა.

ირაკლი კავსაძემ აღნიშნა, რომ ბელა მირიანაშვილმა გარდაცვალების წინ მეუღლეს დაურეკა, რომელიც გადაღებებზე იმყოფებოდა და სთხოვა, სახლში დაბრუნებულიყო.

ირაკლი კავსაძე:

ბელას გარდაცვალებაც კი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა… მოემზადა ამისთვის, ასე ვთქვათ. კახი არ იყო თბილისში. გადაღებებზე იყო. მე ვიყავი ბობოყვათში იმ პერიოდში. კახი ურეკავდა ხოლმე გადაღებებიდან. უცებ, ერთ-ერთ დარეკვაზე ბელა ეუბნება: ჩამოდი… რა იყო, ხომ კარგად ხარო. ჩა-მო-დი… იმ წამსვე კახიმ აიღო ბილეთი და გამოვარდა. ორი დღე იყვნენ კიდევ ერთად. დილის შვიდ საათზე დეიდაჩემს ეუბნება, იმ სახლში იყვნენ, სადაც გაიზარდა… რუსუდან, მე ვგრძნობ სუბსტანციას. დეიდაჩემი მიხვდა იმ წამსვე. სისულეებს ნუ ლაპარაკო. დახუჭა თვალები… და კიდევ ერთხელ უთხრა იგივე ფრაზა. დახუჭა თვალები. შეანჯღრია დეიდაჩემმა. ბელამ უთხრა, რას შვებიო, არ მომაკლოთ ეს სიამოვნებაო.

ირაკლი, რა იყო ეს ურთიერთობა? ამაზე წერენ, საუბრობენ, ლეგენდასავით ამბავია…

რთულია თქმა, მაგრამ მოვლენასთან გაქვს საქმე. არ არის ჩვეულებრივი. განსაკუთრებულია. ამის ახსნა შეუძლებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g