LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიკვდილმა კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი წაგვართვა.. რა სასტიკია ცხოვრება“ – ოზურგეთში ავარიის შედეგად დაღუპულ ბიჭს ემშვიდობებიან

524
გურია 1

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.

გარდაცვლილი ნუგზარ მათითაიშვილია.

ირკვევა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

დაღუპულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

„სიკვდილმა კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი წაგვართვა.. რამდენი სითბოს და სიყვარულის დატოვება მოასწრო..

ჩვენო კეთილო და ალალ-მართალო ბიჭო, შენთან რა უნდოდა სიკვდილს, გაგვანადგურე ნუგზოო..

რა სასტიკი და უსამართლოა ცხოვრება..,“- წერენ სოციალურ ქსელში. 

სიკვდილმა კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი წაგვართვა? რამდენი სითბოს და სიყვარულის დატოვება მოასწრო?? Nugzar Matitaishvili Manana Osephaishvili

Posted by Nana Goguadze on პარასკევი, 17 ნოემბერი, 2023

ცნობილი ხდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დილის საათებში მოხდა.

ავარიის გამომწვევ მიზეზად ავტომობილის მოცურება სახელდება.

გარდაცვლილს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები