„იყო ლამაზი 20 წლის ასაკში – ბუნებრივია. მაგრამ როდესაც ლამაზი ხარ 35 ან 45 წლის ასაკში – ეს უკვე ცხოვრებისეული პოზიციაა“, – განაცხადა მონიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში. 24 წლის იტალიელმა ლამაზმანმა, რომელსაც ტოპ-მოდელებისგან განსხვავებული მონაცემები ჰქონდა, მილანისა და პარიზის პოდიუმები დაიპყრო. მიმზიდველი ფიგურა, გრძელი შავი თმა, ნუშის ფორმის თვალები – ეს ყველაფერი თავგზას ურევდა არამარტო მოდის აგენტებს, არამედ რეჟისორებსაც. მონიკა დაუმარცხებელი კოზირია: თუ ტიტრებში ნახსენებია მისი სახელი, ფილმის წარმატება გარანტირებულია – ასე იყო 20 წლის წინ და ასე არის ახლაც.
სილამაზის გარდა, მონიკას ქალური სიბრძნითაც შეუძლია იტრაბახოს. მრავალრიცხოვან ინტერვიუებში მსახიობი ხშირად აზიარებს თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას:
„ბევრს ეშინია ასაკის მატებასთან ერთად სილამაზის დაკარგვის, მაგრამ ვცდილობ არ ვიდარდო ამ საკითხზე“.
„სილამაზე – ეს არა ბუნების საჩუქარი, არამედ ქალურობაა, რომელიც ასაკთან და ცხოვრებისეულ გამოცდილებასან ერთად მოდის“.
„საკუთარ თავს ისეთად ვიღებ, როგორიც ვარ, ასევე იმას, რომ სრულყოფილება არ არსებობს, ამიტომ მისკენ არც მივისწრაფი“.
„არასოდეს დავწვები ქირურგის დანის ქვეშ, ყველაფერი თავისი გზით უნდა მიდიოდეს. 40 წლის ქალს რომ სურს 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს – ეს უბრალოდ სასაცილოა“.
„სილამაზე ქალებისთვის პრობლემას ორ შემთხვევაში წარმოადგენს: როდესაც ის არ გაქვს და როდესაც მის გარდა არაფერი გაქვს“.
„იგრძნო შინაგანი კომფორტი – ეს არ არის ის, როგორ გამოიყურები გარეგნულად, არამედ ის თუ რას გრძნობ შინაგანად“.

