ფიფამ ბრაზილიელი სილვია გრეკო წლის გულშემატკივრად დაასახელა და მას პრიზი The Best მისცა.
ქალს შვილი ნიკოლასი სტადიონზე დაყავს. ბავშვი საჭირო დროზე 5 თვით ადრე დაიბადა და ნახევარ კილოგრამს იწონიდა.
ჩვილმა ჩამოყალიბება ვერ მოასწრო, ბიჭი უსინათლოა და აუტისტური სპექტრის აშლილობა აღენიშნება.
გრეკო შვილს „პალმეირასის“ თამაშის შესახებ უყვება.
Não é só futebol… sensacional o vídeo e principalmente a história
Silvia Grecco venceu o prémio " FIFA Fan Award 2019". pic.twitter.com/6OEvwwY4yL
— Rei do Sul (@ReidoSul1) September 23, 2019
„მე ბავშვობიდან ფეხბურთით ვცხოვრობ. ფეხბურთი არის ჩემ და ჩემი შვილის ცხოვრებაში. ის ჩვენს ბედს ცვლის, ჩვენ გვიყვარს ფეხბურთის თამაშის ხელოვნება“, – თქვა გრეკომ.