LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიმართლე და გამარჯვება ჩვენია” – ზელენსკის კიდევ ერთი მადლობა და გამოხმაურება უკრაინის მხადამჭერ აქციებს

657
zeleskii

მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი უკრაინას თავს ესხმის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ბელარუსის ტერიტორიიდანაც და ანექსირებული ყირიმიდან.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკრაინის მხარდასაჭერად აქციები არ წყდება. უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა დღესაც, გუშინდელი დღის მსგავსად, კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, თბილისში.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ უკრაინა იბრძოლებს იმდენს, რამდენიც საჭიროა. ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში ტრადიციულად, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკრაინის მიმართ სოლიდარულია.

“უკრაინა იბრძოლებს იმდენ ხანს, „რამდენიც დასჭირდება ქვეყნის განთავისუფლებას. მაშინ კი, თუ დაბომბვა გაგრძელდება. მაშინაც კი, თუ ბავშვები თავშესაფრებში დაიბადებიან”, – თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელესკიმ საკუთარ ოფიციალურ “ინსტაგრამ” გვერდზე მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის თბილისში მიმდინარე აქციის ფოტოები განათავსა და დაწერა: „უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო!სიმართლე და გამარჯვება ჩვენია”.

ზელენსკი ქართველებს: “მადლობას გიხდით ყველას, მართლაც არის შემთხვევები, როცა ხალხი არ არის მთავრობა, მაგრამ უკეთესია მთავრობაზე“

ზელენსკი: თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა ჩაკეტა

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

 

 

magti 5g