„რადიო დუეტს” მომღერლები ლოლა წერეთელი და აჩი ფურცელაძე სტუმრობდნენ. გადაცემაში მათი დუეტის “ჩემი გულის ვარდი ხარ” პრემიერა შედგა.
როდის დაიწყო თქვენი მეგობრობა, სანამ შექმნიდით თქვენს დუეტს?
20 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ლოლამ შემომთავაზა, რომ გვეცადა დუეტი და გამოვიდა კიდეც.
ლოლა შენ და გიო 8 წელი ერთად იყავით, ერთად მუშაობდით ტექსტზე, სიმღერებს ერთად არჩევდით, ეხლა როგორ ხდება შენ შემთხვევაში ?
სიმართლე გითხრა მიძნელდება და მასაც უძნელდება, ის უკვე მღერის მარტო, მეც რა თქმა უნდა ვმღერი მარტო, ეს არის ის, რასაც ვეღარასოდეს ვერ იპოვის, რადგან ჩვენი ხმები სულიერად ძალიან ახლოს იყო. შესაბამისად როდესაც მთავრდება რაღაც, შემდეგ იწყება ახალი.

ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე, სანამ თქვენს ერთობლივ სიმღერას მოვისმენდეთ…
ზაფხულზე მივდივართ ბათუმის სეზონის დახურვაზე, სადაც ჩვენი დუეტის სატელევიზიო პრემიერა გაიმართება ჯაჯანიძის შოუში.
ლოლა შენს სიახლეებზე გვესაუბრე…
ზეგ მივფრინავ ბელგიაში, სადაც უნდა ვიმღერო და 29 ივნის მივფრინავ ფრანკფურტში, სადაც არის კონცერტი.
ვის ეკუთვნის მუსიკა, ტექსტი, არანჟირება, სტუდია
ნონა მუმლაძეს ეკუთვნის ტექსტიც და მუსიკაც, არანჟირება არის დავით დავიდოვის და სიმღერა სტუდიო “ფორტუნა რეკორდსში” ჩაიწერა .
ლოლა & აჩი ფურცელაძე – ჩემი გულის ვარდი ხარ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ლოლა და აჩი ფურცელაძე – სახლში წაგიყვან. Live
ლოლა და აჩი ფურცელაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები

