LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა, რომელიც ნიკო გომელაურის ტექსტზე ექსპრომტად დაიწერა

452
geo-planeti

„რადიო დუეტის“ სტუმარი 10 წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფი „ჯეო პლანეტი“ იყო. გრიგოლ ტვილდიანი და ედიშერ ლომაძე „არ დაიდარდოს“ ბათუმიდან ესტუმრნენ. ჯგუფში სიახლეებია, გრიგოლ ტვილდიანი უკვე წამყვანი ვოკალისტის ამპლუაშია წარმოდგენილი და ახალი სიმღერა, რომლის რადიოპრემიერაც „არ დაიდარდოს“ ეთერში გაიმართა, ედიშერ ლომაძემ სწორედ მისთვის დაწერა. „დრო“ ასე ქვია ახალ სიმღერას, რომელიც ნიკო გომელაურის ლექსზე „დრო ყველაფრის მკურნალია“ შეიქმნა.

ინტერვიუდან გაირკვა, რომ „ჯეო პლანეტი“ ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც 13-14 სიმღერისგან შედგება, მათგან რამდენიმე რიმეიქი, ქავერ ვერსია და უმეტესობა საავტორო ნამუშევრები იქნება. უახლოეს მომავალში სატელევიზიო პრემიერებს გეგმავენ, 28 აპრილს კი ბათუმობასთან დაკავშრებულ კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფს 10 წელი უსრულდება და საიუბილეო თარიღთან დაკავშრებით ორეტაპიანი კონცერტის გამართვას გეგმავენ, პირველ ნაწილში ჯგუფი ახლანდელი მოცემულობით იქნება წარმოდგენილი, მეორე ნაწილში კი ყველა იმ მუსიკოსის მოპატიჟებას აპირებენ, ვინც ჯგუფის წევრი ყოფილა.

ვრცლად შეიტყობთ ინტერვიუდან…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები