ჯასტინ ტიმბერლეიკის ახალი სიმღერა „Can’t Stop The Feeling“ რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა და უკვე ნამდვილი ჰიტი გახდა: მარტო YouTube-ზე მას 23 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ამჯერად კი მომღერალმა ამავე სიმღერაზე მეორე ვიდეო გამოუშვა, რომელიც მკვეთრი ფერებითა და ბედნიერი განწყობით გამოიჩევა: მათში ჯასტინი რიგით ადამიანებთან ერთად სხვადასხვა ადგილას ცეკვავს.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა ანიმაციური ფილმ „ტროლის“ საუნდტრეკია, რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს ტიმბერლეიკი ახმოვანებს.
ვიდეოს პირველ ვერსიაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ: გვენ სტეფანი, ჯეიმს კორდენი, ანა კენდრიკი და კუნალ ნაიარი, რომლებიც მულტფილმის პერსონაჟებს ასევე ახმოვანებენ.
სიმღერა ტიმბერლეიკის ახალ ალბომშიც შედის, რომლის რელიზიც წლის ბოლომდე იგეგმება, თუმცა მისი ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.