LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმონეთის პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

128

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. 33 წლის ვალერი ჭანტურიძეს ხელი დაუზიანდა და მოგვიანებით კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.

სამხედრო მოსამსახურე ქუთაისში, რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

დედის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა მოხდა პოლიგონზე და რა ვითარებაში დაშავდა მისი შვილი. მისი თქმით, დაშავებული სამხედრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 12 წელზე მეტია მსახურობს, ის სხვადასხვა დროს ავღანურ მისებში იღებდა მონაწილეობას.

“აბსოლუტურად არაფერს არ მაუბნებიან რა მოხდა, მეუბნებიან გმირის დედა ხარო, არ მინდა ამნაირი გმირობა, ავღანეთში ან ცხინვალში რომ მოსვლოდა ხმას არ ამოვიღებდი, აქ უბრალო ადგილზე მიკლავენ შვილს და რა მოხდა ვერ გავიგე”,-აცხადებს სამხედროს დედა.

mazda magti 5g