2018 წელი შენონ დოერტისთვის ნამდვილად გამარჯვების წელია: მსახიობმა სიმსივნე დაამარცხა და ტრიუმფით დაუბრუნდა თავის საქმიანობას.
ვარსკვლავის მონაწილეობით სერიალი „სასიკვდილო ლტოლვა“ აქტიური გადაღებების ფაზაშია შესული. ამ დღეებში კი მისი ტრეილერიც გამოქვეყნდა.
კომედიის პრემიერა 7 მარტს Paramount Network-ის საკაბელო არხზე იგეგმება.