LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინდი კროუფორდი ნანობს, რომ წლების წინ გაშიშვლდა

71

90-იანი წლების ცნობილმა სუპერმოდელმა, სინდი კროუფორდმა აღიარა, რომ ნანობს იმ პერიოდს, როდესაც ამა თუ იმ გამოცემისთვის ის შიშველი პოზირებდა: „ბევრი თამამი ფოტოსესია მქონდა, თუმცა ახლა ვნანობ, რომ გავშიშვლდი“.

52 წლის კროუფორდის თქმით, საკუთარ შვილებს სურს ასწავლოს, როგორ თქვან უარი, როდესაც თავის საქმეში ესა თუ ის არ მოსწონთ: „არ მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ოდესმე რამე ინანონ. როგორც დედა ორი მოზარდისა, რომლებიც თავს იმკვიდრებენ მოდის სფეროში, ძალიან განვიცდი და ვნერვიულობ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თუ მათ ვინმე რამეს დაუშავებს, ჩემთან მოუწევთ პასუხისგება“.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები