51 წლის სინდი კროუფორდის ქალიშვილი, 16 წლის კაია გერბერი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. გოგონამ მოდის სამყარო 14 წლის ასაკში დაიპყრო. მან უკვე მიიღო მონაწილეობა პარიზის, მილანისა და ნიუ–იორკის მოდის კვირეულებში. ის წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორიც არის Saint Laurent, Chanel და Versace, ის ასევე ბრენდ Fendi-ის სახეც არის.
მართალია, სინდი კროუფორდს არ სურდა ქალიშვილი მოდელი ყოფილიყო თუმცა გერბერი სამოდელო ბიზნესის ვარსკვლავი მაინც გახდა.
ახალგაზრდა მოდელმა Instagram-ზე ფოტო დადო, სადაც Are You Am I-ს ბიკინით პოზირებს. გოგონა უმაკიაჟოდ არის, გრძელი თმა კი შეკრული აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ კროუფორდის მემკვიდრის ფოტოზე ნეგატიური გამოხმაურებებიც არის, ამბობენ, რომ გოგონას ანორექსია აქვს.