90-იანი წლების სუპერმოდელი, სინდი კროუფორდი 51 წლის ასაკშიც სამოდელო ბიზნესის ოქროს შემადგენლობაში შედის. ცოტა ხნის წინ, მოდელმა ფორმაში ყოფნის საიდუმლოსა და 2 კვირაში 10 კილოგრამის დაკლების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ამჟამად, 178 სანტიმეტრი სიმაღლის მოდელი 58 კილოგრამს იწონის და როგორც სინდი აღიარებს, იდეალური სხეულის შენარჩუნებაში მას დიეტა „ზონა“ ეხმარება, რომელიც ჯერ კიდევ 1995 წელს შეიქმნა.
მისი მთავარი საიდუმლო დაბალკალორიული წვნიანი და კომბოსტოა, რომლის მიღებაც უმოკლეს დროში მას 10 კილოგრამამდე აკლებინებს. წვნიანისა და კომბოსტოს ჭამა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით არის შესაძლებელი.
კვირაში ერთხელ, რაციონში შედის ახალი ხილი, უცხიმო რძე, იოგურტი და ორთქლზე მოხარშული ხორცი.
აკრძალულია ცომეული, გაზიანი სასმელი და ალკოჰოლი.