სინდი კროუფორდის ქალიშვილმა, კაია გერბერმა „ინსტაგრამზე“ თავის გამომწერებს ბრენდ Marc Jacobs-ის კოსმეტიკის ხაზის ახალი სარეკლამო ვიდეო გაუზიარა.
„მოხარული ვარ მარკთან თანამშრომლობით. ყველაფერი მიყვარს, რასაც ის აკეთებს“, – დააწერა გოგონამ ვიდეოს.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი სუპერმოდელის ქალიშვილი აქტიურად მიჰყვება დედის კვალს და უკვე ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამებში მონაწილეობს, როგორიც Versace, Miu Miu და სხვებია.
A post shared by Kaia (@kaiagerber) on