სინგაპურში უჩვეულო საავტომობილო სადილერო ცენტრი ააშენეს, რომელიც ავტომატის პრინციპით არის შესრულებული. 15 სართულიან ნაგებობაში 60 ავტომობილი ეტევა.
ეს უჩვეულო შოუ რუმიფირმა Autobahn Motors-ის საკუთრებაა. გამომგონებლები აცხადებენ, რომ ამ გზით სურდათ გადატვირთულ ქუჩებში ადგილი სწორად აეთვისებინათ და ასევე კრეატიულობაც გამოევლინათ.
ავტოფარეხი-ავტომატი ძირითადად სპორტული ავტომობილებითა და სუპექარებით არის შევსებული, არის რამდენიმე მდიდრული მოდელიც. რომელიმე მოდელთან მიახლოება თაჩ–სქრინზე მისი არჩევით იქნება შესაძლებელი. სისტემა ავტომობილს მსურველამდე დაახლოებით ორ წუთში მიიტანს.
მსგავსი ”ავტომატი” აშშ-ში, ტეხასის შტატში 2016 წელს აშენდა. თუმცა, ამ შემთხვევაში ნაგებობა რვა სართულს აერთიანებდა და მხოლოდ 30 ავტომობილს იტევდა.