LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოვაკით“ ვაქცინაციის მსურველთათვის სარეგისტრაციო პორტალი განახლდა

119
1615296793-სინოვაკი-1024x518

“სინოვაკის” ვაქცინით აცრასთან დაკავშირებით რეგისტრაცია, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე დღეიდან, 14 ივნისიდან განახლდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოვაკის” მეორე დოზა კეთდება პირველი აცრიდან 14-28 დღის შუალედში.

„1-ელ ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ “სინოვაკის” ვაქცინას 18 წლის ასაკიდან გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა .

საქართველოში “სინოვაკის” 100 000 დოზა ვაქცინა 29 აპრილს შემოვიდა და დღემდე პირველი დოზით აცრილია 17 199 მოქალაქე. აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებ გვერდს: booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522″, -აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g