ის გუნდები, რომელთა თამაშებზე რასიზმი გამოვლინდება, შეიძლება ევროტურნირებიდან მოხსნან. ეს არც მეტი არც ნაკრები თავად უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა თქვა.
„არსებობს სასჯელის სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა ყოველთვის არ ვიყენებთ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშზე მკაცრ სასჯელს პირადად ვერ ვხედავ, მაგრამ თუ რასიზმის გამოვლინებამ რეგულარული ხასიათი მიიღო, შეიძლება კლუბი ან ნაკრები ტურნირიდან გავრიცხოთ. ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ ეს უკიდურესი ზომაა“, – უთხრა Daily Mail-ს უეფას პრეზიდენტმა.
„უნდა მოვიშოროთ ეს ხალხი, რადგან ფეხბურთი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია. საჭიროა ხალხის ცნობიერების ამაღლება, ასევე მთავრობებთან თანამშრომლობა.
უბრალოდ კატასტროფაა, რომ 2019 წელს მრავალფეროვნების მხარდასაჭერად კონფერენციების მოწყობა გვიწევს.
მაიმუნების ხმების იმიტირება, ბანანების გადაყრა, ანა ფრანკის რედაქტირებული ფოტოები, ქალების სტადიონებზე არ დაშვება – უბრალოდ სიგიჟეა“, – აღნიშნა ჩეფერინიმ.
რასიზმის რამდენი შემთხვევა ხორვატიაში დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ინციდენტი მოხდა ევროპის ლიგაზე კიევის “დინამოსა” და “ჩელსის” მატჩში, აგრეთვე, მონტენეგროსა და ინგლისის ნაკრებებს შესარჩევ შეხვედრაში.