„სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება… მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვის სამსახურების“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ” თემურ ჯანაშიას დაპატიმრება ერთი მიზეზის გამო ვერ გაბედა.
როგორც უგულავამ აღნიშნა, ჯანაშიას დაკავება სისტემის დღევანდელი ლიდერების დაცვის სამსახურებისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ დავალებების შესრულებისთვის, მომავალში ისინიც შეიძლება ციხეში აღმოჩნდნენ.
მიხეილ სააკაშვილი: „დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“
სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
აღსანიშნავია, რომ წარდგენილ ბრალდებაში, ორივე პირი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება… ერთადერთი რამის გამო: მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, იმ ადამიანების, რომლებიც შევარდნაძესაც იცავდნენ, სააკაშვილსაც იცავდნენ და ახლა მათ იცავენ.
[სისტემას მათი შეეშინდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის ეს [თემურ ჯანაშიას გასამართლება] სიგნალია – ერთგულად რომ ემსახურებიან [თანამდებობის პირებს], ხვალ მათ დაიჭერენ”, – აღნიშნა გიგი უგულავამ დაამატა:
„კარგია რომ ვერ გაბედეს, მაგრამ მოტივაცია უნდა გვესმოდეს, დაცვების შეეშინდათ”. – განაცხადა გიგი უგულავამ.
გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო