LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისტემამ გადმოაგდო გამომძიებელი და ელოდება რეაქციას… უნდა დაინგრეს ეს დედა**** – ზურაბ ჯაფარიძე

277
BeFunky-collage

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“სისტემამ გადმოაგდო გამომძიებელი და ელოდება რეაქციას თუ ჩათვლის რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს ცოტა უფროს(ებ)ს და დაელოდება რეაქციას, თუ ჩათვლის რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს მინისტრს და დაელოდება რეაქციას, თუ ჩათვლის რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს მთავრობას და დაელოდება რეაქციას, თუ ჩათვლის რომ არ არის საკმარისი, გადმოაგდებს ივანიშვილსაც და მოიყვანს გამოჩეკს, შექმნის გამოზრდის, გამოწრთვნის, გამოძერწავს, აგვარჩევინებს, დაგვანიშნინებს, დაგვალოცინებს, ნებისმიერ საჭირო ზმნას გამოიყენებს და დაისვამს ახალ უფროსს და დაგვანახებს რომ შეიცვალა, გამოიცვალა, გაუმჯობესდა, გამოკეთდა, წინ წავიდა, სინამდვილეში კი გადარჩება, ტრანსფორმირდება, გაახალმუნდირდება, გაახალმანქანდება, გაახალკამერდება და მერე ისევ ჩაგვიდებს, გვაგინებს, გვცემს, დაგვიჭერს, ცრუ ჩვენებებს მისცემს, ახალ უფროსს გააბლატავებს ახალ უფროსს დაეხმარება, ძალაუფლების შენარჩუნებაში მაგრამ მერე ისევ შემოაკვდება და ჩვენ ისევ გავბრაზდებით ისევ გავმწარდებით, ისევ მოვითხოვთ მინისტრის გადადგომას და მერე ისევ … უნდა დაინგრეს ეს დედამოტყნული!!!! უ ნ დ ა დ ა ი ნ გ რ ე ს !!!!” – წერს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლობიანების ჭამით ბარბარობა იზეიმა "მორწმუნე ერმა"... ყარს ჩვენი სიყალბე... საქართველომ წმინდა ბარბარეს კიდევ ერთი ბავშვი მოუკლა - თამაზ ლომიძე

მეტი როგორღა უნდა გვამხილოს ღმერთმა, რომ ჩვენი "მორწმუნეობის" და "წილხვედრობის" მყრალი სიყალბე დავინახოთ.

“მწვანე სკოლის” ყოფილმა მოსწავლემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს, მას შემდეგ სცადა, რაც “მწვანე სკოლაში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა.

“მწვანე სკოლაში” სწავლა დროებით შეწყდა: სკოლაში გლოვის დღე გამოცხადდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g