LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი არასწორი აღმოჩნდა, 2 პატარა მიწისძვრა ნორიოში მოხდა: სეისმური მონიტორინგის ცენტრი

114
Untitled design (11)

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სისტემაში დაფიქსირებული ხარვეზის გამო, მიწისძვრის ეპიცენტრის პირველადი მონაცემი არასწორი აღმოჩნდა.

როგორც ცენტრში ამბობენ, ერთმანეთის მიყოლებით, ორი პატარა მიწისძვრა  თბილისთან, ნორიოში მოხდა:

“მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სეისმური მონიტინგის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია და ასეთი კლასის მიწისძვრები მათს ვებგვერდზე არ ქვეყნდება.

magti 5g