LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სიტი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი აღარ არის: აბა ვინ აიღებს თასს?

258
cit

მარტის დასაწყისში, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალების წილისყრის შემდეგ, ტურნირის მთავარ ფავორიტად “მანჩესტერ სიტი” მიიჩნეოდა, მაგრამ პირველი მატჩების შემდეგ ბუქმეკერებს განახლება დასჭირდათ.

 

“სიტი” მთავარი ფავორიტი აღარ არის

მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდმა “ტოტენჰემთან” წააგო გასვლაზე – 0:1. გასაკვირი არაფერია: პეპმა უკვე მერვედ ჩააგდო პირველი საგარეო თამაში პლეი-ოფში. საშინელი სტატისტიკაა – ასეთი შედეგის შემდეგ გვარდიოლას გუნდები მხოლოდ ორჯერ მიდიოდნენ წინ. ბუქმეკერებმაც რეაგირება მოახდინეს და “სიტის” ლიგაზე გამარჯვების კოეფიციენტი შეცვალეს – 4.0.

 

ვინ არის ფავორიტი ახლა?

“ბარსა” ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ გასვლაზე “იუნაიტედის” 1:0 დამარცხების შემდეგ კატალონიელები მთავარ პრეტენდენტებად იქცნენ. ექსპერტები “ბარსელონას” შანსებს 3.5 კოეფიციენტად მიიჩნევენ.

 

არ მჯერა “ბარსასი”, მაშინ ვინ?

 

“ლივერპული”

კლოპის გუნდს მეოთხედფინალში შედარებით სუსტი გუნდი შეხვდა. მერსისაიდელებმა “პორტოს” შინ 2:0 მოუგეს და ინგლისელები ალბათ ამ უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებენ. ამის გათვალისწინებით კლოპის გუნდს ლიგის მოგებაზე 4.0 კოეფიციენტი მიანიჭეს.

 

“იუვენტუსი”

ისე ჩანდა, რომ წილისყრისას “იუვესაც” გაუმართლა. ტურინელებმა პირველი საგარეო მატჩი “აიაქსთან” რთულ ბრძოლაში 1:1 ითამაშეს. რონალდომ ისევ გაიტანა, თუმცა ის ხომ იმისთვის იყიდეს, რომ გუნდს სწორედ ჩემპიონთა თასი მოაგებინოს. ექსპერტები ამის ალბათობას 4.6-ად აფასებენ.

 

სხვებს რა შანსები აქვთ?

“ტოტენჰემი” – 15.00
“აიაქსი” – 26.00
“მანჩესტერი” – 34.00
“პორტო” – 201

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები