LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი ინსტიტუტ საქართველო“ მერიას დედაქალაქის გენგეგმას დღეს წარუდგენს

105

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას სპეციალური ჯგუფი ერთი თვის ვადაში შეისწავლის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტზე, სწორედ ამ შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. „ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ დოკუმენტი და გვაქვს ერთთვიანი ვადა იმისთვის, რომ ჯგუფი, რომელიც სპეციალურად შეიქმნა გენგეგმის დოკუმენტისთვის, გაეცნოს მას. ხარვეზები, რომელიც თავიდან იყო ჩვენი მხრიდან მითითებული, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოსწორებული. როდესაც მთლიანად შევისწავლით დოკუმენტს, ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ“,- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმას „სითი ინსტიტუტ საქართველო“ დედაქალაქის მერიას დღეს წარუდგენს. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, რადგან ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია.

მერიის შენიშვნები ძირითადად ეხებოდა ზონირებას, ტრანსპორტს, რკინიგზას, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებს, ეფექტიანობის შეფასებას, განხორციელების ეტაპებს, რიგითობას და ეკონომიკას.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g