LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სითი პარკის”გაგდებით გახარებულებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენთვის მხოლოდ კომპანიის სახელი შეიცვალა

88

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, ქალაქიდან “სითი პარკის” “გაგდებას” ეხმიანება.

მისი თქმით, კომპანიის მხოლოდ სახელი შეიცვალა, ფუნქციები კი იგივე დარჩა.

“დღეიდან, “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს. რომელსაც არასდროს არ უკეთებია ეს საქმე და შესაბამისად არც არანაირი გამოცდილება აქვს ამ საქმეში. პარკირების ცუდი და მახინჯი მოდელი უცვლელად გადაიბარა სატრანსპორტო კომპანიამ. არცერთი სიტყვა არ თქმულა რა ხედვა აქვს ამ კომპანიას, რა სიახლეებს დანერგავს, იქნება თუ არა პარკირება ზონალური, საათობრივ გადასახადზე მიბმული და ა.შ. “სითი პარკის”გაგდებით გახარებულებს კი მინდა ვუთხრა, რომ თქვენთვის მხოლოდ კომპანიის სახელი შეიცვალა, დანარჩენი იგივეა(ჯერჯერობით)”, – წერს დავით მესხიშვილი.