LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტიმ სამი რეკორდი დაამყარა და ახალი ფორმა წარადგინა (ფოტო)

64

ინგლისის პრემიერლიგაში გამოტოვებული მატჩები გაიმართა. მორიგი რეკორდი დაამყარა უკვე ჩემპიონმა “მანჩესტერ სიტიმ”.

პეპ გვარდიოლას გუნდმა დანილოს, ბერნარდო სილვასა და ფერნანდინიოს გოლებით, საკუთარ მოედანზე, 3:1 მოუგო “ბრაიტონს“, რის შემდეგაც, “სიტის” 105 გოლი დაუგროვდა, რაც პრემიერლიგის ახალი რეკორდია. წინა რეკორდი – 103 გოლი “ჩელსის” ჰქონდა დამყარებული 2009-10 წლების სეზონში.

„ქალაქელებმა“ კიდევ ორი რეკორდი დაამყარეს: 1. ქულების რაოდენობით: ახლა „სიტის“ 97 ქულა გაუხდა („ჩელსის“ 2004/2005 წლების სეზონში 95 ქულა მოუგროვდა); 2. „სიტიმ“ 31 გამარჯვება დააგროვა. გასულ სეზონში ანტონიო კონტეს „ჩელსიმ“ 30 მატჩი მოიგო.

 

ამასობაში „სიტიმ“ ახალი სეზონისთვის საშინაო ფორმა წარადგინა. კომპლექტი ტრადიციულ ცისფერ-თეთრ გამაშია გადაწყვეტილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები