LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტროენმა სერფინგის მოყვარულებისთვის ავტომობილის კონცეპტი შექმნა

67

კომპანია „სიტროენმა“ “Cactus C4”- ბაზაზე ახალი კონცეპტი შექმნა, რომელიც სპეციალურად სერფინგის მოყვარულ მომხმარებლებზე გათვალა. ჯიპი კაბრიოლეტის ფუნქციებსაც ითავსებს, რომელიც კარვად ტრანსფორმირდება და ის ორი 1,80 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანისთვის არის გათვლილი.

ახალი მოდელი „Cactus M“ აღჭურვილია 110 ცხენის ძალიანი, ბენზინზე მომუშავე ტურბინიანი აგრეგატით, რომელსაც თან 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს მიმაგრებული. რის გამოც, ავტომობილი საშუალოდ 100კმ-ზე 4,8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

როგორც კომპანიის მესვეურები ამბობენ, ავტომობილი 2016 წლის გაზაფხულისთვის ჩაეშვება სერიულ წარმოებაში და  20–დან 30–ათასამდე დოლარი ეღირება.

 

154649.22878_600

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები