LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიურპრიზი ოლიგარქს“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ

178
Capture

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები აქცია-პერფორმანსს მართავენ ლოზუნგით „სიურპრიზი ოლიგარქს“.

ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის ეზოში დაფა მოიტანეს, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სურვილები ჩამოწერეს. მათ ასევე მოიტანეს სიმბოლური სათამაშოები.

სტუდენტებმა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით სპეციალურად სიმღერა დაწერეს.

სტუდენტები ამბობენ, რომ „ოლიგარქია უნდა წავიდეს“.

აქციის მონაწილე სტუდენტები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით არიან. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნიღბის ტარება დასჯადი გახდა, მათ ამის არ ეშინიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g