ჰოლივუდის ლეგენდა, ჰარისონ ფორდი, რომელიც 83 წლის ასაკშიც შეუდარებელი ენერგიით ბრწყინავს ეკრანზე, პირად ცხოვრებაშიც ასეთივე გულწრფელი და ემოციურია. მსახიობმა რეიჩელ მაკადამსის გადაცემაში სიყვარულზე, ასაკსა და ურთიერთობების შენარჩუნებაზე გულახდილად ისაუბრა.
„მეც ისეთი ვარ, როგორც ყველა სხვა – მიყვარს, როცა შეყვარებული ვარ. ასაკოვან ადამიანებსაც შეგვიძლია სიყვარული. ხშირად გვგონია, რომ სიყვარული მხოლოდ ახალგაზრდების საქმეა, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულის შენარჩუნებაა მთავარი გამოწვევა. მისი მოვლა, ზრუნვა…“, – აცხადებს ფორდი.
ჰარისონ ფორდი და კალისტა ფლოკჰარტი ერთმანეთს პირველად 2002 წელს, „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიალზე შეხვდნენ და მალევე დაიწყეს ურთიერთობა. წყვილი 2009 წელს დაინიშნა და საბოლოოდ 2010 წელს იქორწინა.
ჰარისონს წინა ქორწინებებიდან ხუთი შვილი ჰყავს, კალისტას კი ერთი.
მხურვალე კოცნა და თბილი ემოციები – 84 წლის ჰარისონ ფორდი მეუღლესთან ერთად მეტროთი მგზავრობს
ფოტო: 84 წლის ჰარისონ ფორდი ჟურნალის გარეკანზე
ჯილდოს ასაღებად სცენაზე ასულმა 81 წლის ჰარისონ ფორდმა, ცრემლები ვერ შეიკავა







