LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სიზმარს ჰგავდა“ – ქეთევან ქემოკლიძე ბონის ოპერაში მაყურებლის წინაშე პლასიდო დომინგოსთან ერთად წარსდგა

105
ქეთევან ქემოკლიძე

ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომელიც არის ლეგენდარული ესპანელი არტისტის პლასიდო დომინგოს კონკურსის „ოპერალიის“ გამარჯვებული, წელს ქალაქ ბონის საოპერო თეატრში დიდ მაესტროსთან ერთად წარსდგა.

კონცერტზე „Nessun Dorma“ გენიალურმა მომღერალმა, პლასიდო დომინგომ ნაწარმოებები თავისი რეპერტუარიდან შეასრულა და როგორც ყოველთვის, თაყვანისმცემლებისგან უდიდესი სიყვარული და ოვაციები დაიმსახურა.

კონცერტს მოჰყვა მსმენელთან შეხვედრა, სადაც მსმენელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა დიდი მაესტროს და ასევე კონცერტის შემსრულებლების მიმართ.

„გუშინდელი საღამო სიზმარს ჰგავდა, ლეგენდარულ პლასიდო დომინგოსთან ერთად შესრულება, სამუდამოდ დარჩება ჩემ გულში“, – წერს ქეთევან ქემოკლიძე და კონცერტის კადრებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს.

Last night felt like a dream ✨ Performing with the legendary Placido Domingo at Theater Bonn will stay in my ❤️ forever….

Posted by Ketevan Kemoklidze • ქეთევან ქემოკლიძე on ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g