LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკამზე მჯდომ, ბორკილდადებულ ადამიანს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე წიხლს მირტყამს“ – ნიკა მელია

588
ნიკა მელია

ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ არასდროს მქონია, დაპირისპირება პოლიციელთან დაკავების შემდეგ, დღეს მქონდა – სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულს, ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ პოლიციის განყოფილების დატოვების შემდეგ განაცხადა.

„მე 2013 წლიდან ვარ პოლიტიკურ პროცესებში და ასეთი აგრესიული ხალხი არ მინახავს. ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული,მაგრამ არასდროს მქონია, მაგალითად პოლიციის შენობაში ფიზიკური კონტაქტი და ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელთან, პოლიციის შენობაში, დაკავების შემდეგ, ხელბორკილდადებულს. დღეს მქონდა.

ისანი – სამგორის სამმართველოს შენობაში, ე.წ. შუშებიან შენობაში ვიყავი დაკავებული, ხელბორკილებით და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე ვინმე გიორგი ჩოქური, სახეზე ვცნობდი ამ ადამიანს, რადგან აქციებზე აქტიური ბიძინისტია – ამ ადამიანთან შელაპარაკება მქონდა.

ხელბორკილდადებული ვიჯექი, შეიძლება კადრები ამოიღონ. საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შს მინისტრს ზონდერებმა მათი დავალებით რა პროვოკაცია მოუწყვეს ბათუმში, დღემდე არ აღირსეს ვიდეოჩანაწერი, ამ ვიდეოჩანაწერს ვინ მოგცემს, მაგრამ თუ ჩემს ნათქვამს შეეწინააღმდეგებიან, კადრები გამოაქვეყნონ, სკამზე მჯდომ, ხელბორკილდადებულ ადამიანს,ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს“, – აცხადებს მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g