LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი გრძელდება: შარაპოვას მსხვილმა სპონსორებმა ზურგი აქციეს

35

Porshe, Nike და Tag Heuer მარია შარაპოვასთან აღარ ითანამშრომლებენ. მას შემდეგ, რაც რუს ჩოგბურთელს დოპინგის მოხმარება დაუდგინდა, მასთან ურთიერთობა ზედიზედ რამდენიმე დიდმა კომპანიამ შეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ Nike-ს მაშასთან 8,5 მილიონი დოლარის კონტრაქტი, ხოლო Porsche-სა და Tag Heuer-ს კი 2.8-მილიონიანი კონტრაქტები ქონდათ.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ასევე გაუქმდა ყველა ღონისძიება, რომლებშიც შარაპოვას მონაწილეობა უნდა მიეღო. როგორც 28 წლის ქალბატონმა განაცხადა, ის ამ მედიკამენტს 10 წლის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იღებდა.

მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა მარია შარაპოვამ ლოს ანჯელესში სპეციალური პრესკონფერენციის მოწვევა დააანონსა. ბევრი ვარაუდობდა, რომ რუსი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დასვენების ან სულაც კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებდა. მაგრამ შარაპოვას განცხადება იმაზე სენსაციური აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მარიას თქმით, დოპინგ-ტესტი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობისას გაიარა, დადებითი აღმოჩნდა – ჩოგბურთელს ორგანიზმში პრეპარატი მელდონიუმი აღმოუჩინეს.

როგორც ჩოგბურთელმა განაცხადა, ის ათი წლის განმავლობაში იყენებდა მელდონიუმს. ეს პრეპარატი აუმჯობესებს ქსოვილის შიდა მეტაბოლიზმს და ხშირად გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ. თუმცა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მელდონიუმი სპორტსმენებს ეხმარება შედეგების ამაღლებაში, აუმჯობესებს დატვირთვების შემდეგ რეაბილიტაციას, ეხმარება სტრესთან გამკლავებაში და ააქტიურებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას.

2016 წლის პირველი იანვრიდან, სპორტსმენებს აეკრძალათ მელდონიუმის მიღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები