LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი მონაკოს სამეფო ოჯახში  –  პრინცესა შარლენმა მონაკო დატოვა და ვალდებულებების შესრულებზე უარი თქვა

725
charlenprncs

18 ნოემბერს პრინცმა ალბერმა დაადასტურა, რომ მედიაში გავრცელებული ჭორი, სიმართლეა. გამოცემა „მონაკო-მარტინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ალბერმა თქვა, რომ პრინცესა შარლენი მონაკოდან გაემგზავრა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია და აქვე, მან უარი თქვა ვალდებულებების შესრულებაზე: „მეტი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პრინცესა ახლა ცუდადაა, მან დატოვა მონაკო“, – ამბობს პრინცი ალბერი.

მონაკოს პრინცესა შარლენი მძიმე ავადმყოფობისა და ოპერაციების შემდეგ საოცრად შეცვლილია

ამ დრომდე უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი წყვილის ოფიციალურ განქორწინებას. ფაქტია, რომ ჯერ კიდევ აფრიკაში მყოფი შარლენი იშვიათად გამოდიოდა კონტაქტზე მედიასთან, ცოტა ხნის წინ მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა და დიდი ხნის მანძილზე იყო დაშორებული შვილებს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მან სამეფო ვალდებულების შესრულებაზე უარი თქვა.

ახალი ვარცხნილობა, ბერეტი და ჯვარი ბრილიანტის თვლებით – მონაკოს პრინცესას ,,ლუქი” ეროვნულ დღესასწაულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები