LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხდომის გამცდენი დეპუტატების მიმართ ნოემბრიდან სანქციებს ავამოქმედებთ – ირაკლი კობახიძე

80

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, პლენარული სხდომების გაცდენის გამო, დეპუტატების მიმართ სანქციები ნოემბრიდან ამოქმედდება.

სპიკერის თქმით, “სხდომაზე არდასწრების პრაქტიკა მიუღებელია, რომელიც, სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა”.

„ერთ-ერთი მეთოდია სანქციები, რომელიც შეგვიძლია, ნოემბრიდან ავამოქმედოთ. ეს გასაკეთებელია იმისთვის, რომ უკეთესი მაჩვენებელი გვქონდეს, როგორც სხდომებზე დასწრების კუთხით, ასევე არადაგვიანების თვალსაზრისით,“ – განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, დაახლოებით, ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g