„ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლადაა გამოხატული,“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.
მისი თქმით, ეს და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს. ბოკერიას შეფასებით, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, რაც სამწუხარო რეალობაა.
„ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ დავარდნილია და აგრძელებს ვარდნას ყველაზე მწვავე პრობლემაზე. კოვიდთან დაკავშირებით ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილი წესიერად ინფორმირებულიც კი არ არის ამ პრობლემის, ვაქცინაციის აუცილებლობის და დეტალების შესახებ, იმაზე რომ უფასოა და ასე შემდეგ.
მეათედია აცრილი, მიუხედავად ამისა, იმ მოქალაქეების, ვინც მზად არის, რომ დღესვე აიცრას. ეს არის პოლიტიკურად დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ტიკარაძის, იმ სამეულისა და მთელი ამ კოჰორტის,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.