LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კვირაში 2 დღიანი ჩაკეტვა უნდა დაწესდეს: ტიკარაძე

148
ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ კვირაში 2-დღიანი ჩაკეტვა უნდა დაწესდეს.

„ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, კვირის ორი დღე მობილობა მნიშვნელოვნად დაეცეს, სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა.

სავაჭო ცენტრებს ქონების გადასახადისგან არ გაათავისუფლებენ

ტიკარაძის თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებს აუხსნეს, რომ სახელმწიფოს მიდგომაა – გადადგას მეტი ნაბიჯი ეკონომიკის გახსნისკენ. ​

„ჩვენთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ გავხსნათ სრულად აჭარა და დავაკვირდეთ იქ მიმდინარე პროცესებს; შევინარჩუნოთ დადებითობის მაჩვენებელი ისეთი დაბალი, როგორიც დღესდღეობით გვაქვს და ჩვენ გვაქვს ეს მაჩვენებელი სამ პროცენტზე ნაკლები.

დღეს გვქონდა კომუნიკაცია და ავხსენით, თუ რა არის სახელმწიფოს მიდგომა. ეს არის ცალსახად ის, რომ გადავდგათ უფრო მეტი ნაბიჯი გახსნისკენ და ამ ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონდეს ნაკლები რიცხვები, რათა შემდეგში არ მოხდეს უკურეაქცია და არ ვისაუბროთ ახალ ჩაკეტვებზე.

ვიცით, ჩაკეტვა რამდენად მძიმეა ეკონომიკისათვის და აისახება, როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობაზე.სწორედ აქედან გამომდინარე, ვიღებთ გარკვეულ პრაქტიკებს ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მნიშვნელოვანია, რომ კვირაში ორი დღე იყოს ჩაკეტვები. ამ ეტაპისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება დაკეტილი, როგორც ეს გეგმაშია. ხოლო შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩვენ ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდებით ოთხ პროცენტზე ნაკლებ დადებითობას, შეიძლება, მოვუბრუნდეთ ამ საკითხს და მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება ჩაკეტილი ისევ შაბათი-კვირა, თუ კვირის რომელიმე სხვა ორი დღე.

ეპიდვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კვირის შვიდი დღიდან, ორი დღე იყოს მობილობა მნიშვნელოვნად დავარდნილი. სწორედ ამას ემსახურება შაბათ-კვირის ჩაკეტვა.“ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯერჯერობით შაბათ-კვირის “ლოქდაუნი” რჩება, ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ფრთხილი – ცქიტიშვილი

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა იმედი  გამოთქვეს, რომ ორდღიანი ჩაკეტვა მალე მოიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g