LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Skoda-მ ახალი Fabia რალიში გამარჯვებას მიუძღვნა

53

კომპანია Skoda-მ ჰეთჩბეკ Fabia – Edition R5-ის სპეციალური მოდიფიკაცია წარმოადგინა, რომელსაც რალის კატეგორია WRC2-ში მარკის გამარჯვებას უძღვნის. წელს მწარმოებელმა საჩემპიონო ტიტულები მოიპოვა როგორც გუნდურ, ისე პირად ანგარიშზე.

განსაკუთრებული ჰეთჩბეკი აღჭურვილია 125 ცხენის ძალიანი ტურბირებული 1.4 ლიტრიანი ძრავით, რომელიც შვიდ საფეხურიან რობოტიზებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. პირველ ას კილომეტრს ავტომობილი 8,8 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 203 კმ/საათია.

სპეცვერსია მხოლოდ შავ ფერში გამოვა თეთრი სახურავით. ავტომობილები გაფორმდებიან წარწერით WRC2 2017 champion და მიიღებენ 17 დიუიმიან დისკებს, რომელთა შეკვეთაც მწვანეში, შავსა და თეთრშია შესაძლებელი.

სულ ასეთი 1 300 ეგზემპლარი აიწყობა, გაყიდვა კი მსოფლიოს 21 ქვეყანაში თებერვლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები