არის თუ არა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებები ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით, მცდელობა ჰქონდეს კომუნიკაცია ქართულ ოცნებასთან, – TV პირველის ეთერში, წამყვანის შეკითხვას გრიგოლ ვაშაძე პასუხობს.
ოპოზიციონერი დეპუტატის პასუხი ცალსახა უარი იყო. ვაშაძის განცხადებით, ჟურნალისტმა ინტერვიუს დროს გაიმეორა თითქმის ყველაფერი ის, რაც მას ნათქვამი აქვს.
“უკაცრავად ახლა, დაწერილს რომ ვერ წაიკითხავს ადამიანი და ნათქვამი არ ესმის, იმიტომ, რომ სკოლაში ვერ უსწავლია და ინსტიტუტში კიდევ გოგოებს დასდევდა და ხინკალს ჭამდა, იმას მე ვერ ვუშველი. წიგნები იკითხეთ, მეგობრებო, წიგნები, გამოგადგებათ.” – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე.