LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ: ანდრია ჯაღმაიძე

79
ანდრია ჯაღმაიძე

სვეტიცხოველში სლავურ ენაზე ჩატარებულ წირვასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში განმარტებას აკეთებს.

„თავიდანვე უნდა აღმენიშნა რომ სვეტიცხოველში სლავურ ენაზე წირვა არ აღსრულებულა, არამედ ქართულ მსახურებას დაესწრნენ სტუმრები და მათ ნება დართეს რამდენიმე ლოცვა (კვერექსი) მშობლიურ ენაზე ეთქვათ.

სვეტიცხოველში სლავურად მსახურებაზე პირველად რომ ატყდა განგაში და ეკლესიის დადანაშაულების ტალღა ააგორეს, აღმოჩნდა რომ უკრაინელები მდგარან ლოცვაზე, როგორც თანამსახურნი და უკრაინელებს ქართულად ხომ არ აიძულებ ლოცვას და ჩაწყნარდა ეს საკითხი.

სლავურ ლოცვაზე კიდევ სცადეს სკანდალის აგორება და ამჯერად ბულგარელი სასულიერო პირები აღმოჩნდნენ. ვერც ბულგარელებს აიძულებ ქართულად ლოცვას.

შეიძლება ზუსტად არ ვამბობ, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ძირითადად ისეთი ხალხი შფოთავს სლავურ ენაზე კვერექსის მოსმენისას, ქართულ წირვასაც რომ არ ესწრება.

ისე გამოდის რომ ჩვენ ძირითადად ქართულ წირვას ვისმენთ და ისინი კი სლავურს“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g