LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვაკეთის სკოლებში სმარტფონების აკრძალვა სურთ

136
3HWGPPJC3NEEDL6XPDO7M3HI4I

სლოვაკეთის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სმარტფონების გამოყენებას როგორც გაკვეთილების დროს, ასევე შესვენებებზეც აუკრძალავენ. სიახლის შესახებ nzherald წერს.
ინიციატივის ავტორი განათლების სამინისტროა. ჩინოვნიკთა აზრით, გაჯეტების არ ქონა ბავშვებს სწავლაზე კონცენტრაციაში დაეხმარება.

სპეციალისტთა ვარაუდით, ახალი კანონი ძალაში მარტის ბოლოსთვის შევა. გამორიცხული არ არის, რომ აკრძალვა გარკვეულწილად მაღალი კლასის მოსწავლეებსაც შეეხოთ.

სმარტფონების გამოყენებას აუკრძალავენ ფინელ მოსწავლეებსაც. ახალი წესის დაკანონების საკითხს ამჟამად ქვეყნის სამთავრონო ორგანო განიხილავს. ანალოგიური საკითხით არიან დაკავებული ირლანდიასა და შვედეთში.

ნიდერლანდელ მოსწავლეებს კი გაკვეთილების დროს არამხოლოდ სმარტფონების არამედ ნებისმიერი სხვა გაჯეტის გამოყენება აუკრძალეს. სკოლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სიახლის დამსახურებით ბავშვებმა ერთმანეთთან მეტი კომუნიკაცია დაიწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები