სლოვენია უნიკალური მღვიმეების შესანარჩუნებლად რკინიგზის გვირაბების მშენებლობის გეგმას შეცვლის. ამის შესახებ Slovenia Times წერს.
მშენებლობის დროს მუშებმა 30-40 მეტრის სიღრმეში 88 მარილის მღვიმე იპოვეს. მათ შორის ყველაზე გრძელის ზომა 800 მეტრია. აღმოჩენილი მღვიმეების ზუსტი ასაკის დადგენა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა გეოლოგები მილიონობით წელზე საუბრობენ.
მსგავსი სპეციფიკაციის მღვიმეები სლოვენიაში აქამდე არ უნახავთ, ამიტომ მათი შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს. სწორედ ამიტომ, მღვიმეებში ააშენებენ 5 ხიდს, რომელთა სიგრძეც 25-დან 40 მეტრამდე იქნება და ამ ხიდებზე მატარებლები იმოძრავებენ.