LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიაში დისტანციურად დასაქმებულთა ვიზის შემოღება იგეგმება

113
Screenshot 2025-07-09 114601

სლოვენია გეგმავს ახალი ტიპის ვიზის შემოღებას, რომელიც დისტანციურად დასაქმებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. სიახლის შესახებ Euro News-ი წერს.

ასეთი ვიზა უცხოელებს აძლევს უფლებას იცხოვრონ სლოვენიაში მაქსიმუმ ერთი წლის ვადით იმ პირობით, რომ დისტანციურად იმუშავებენ უცხოურ კომპანიაში, რომელიც არ არის სლოვენიაში რეგისტრირებული. ე.წ. „ციფრულ მომთაბარეს“ არ აქვს უფლება იმუშაოს ადგილობრივ კომპანიაში ან მიიღოს შემოსავალი სლოვენიური ბაზრიდან.

სლოვენიაში გადასვლა შეეძლებათ დისტანციურად დასაქმებულთა ოჯახის წევრებსაც, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე დასაქმება მათაც ეკრძალებათ. წესების დარღვევა გამოიწვევს ვიზის გაუქმებას და ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

ვიზის მისაღებად აუცილებელია შემოსავლის დადასტურება – მაგალითად, საბანკო ამონაწერის ან შრომითი ხელშეკრულების სახით. ზუსტი მინიმალური შემოსავლის ზღვარი ჯერ არ სახელდება. ვიზა გაიცემა ერთი წლის ვადით, განახლების შესაძლებლობის გარეშე – ახალი ვიზის მისაღებად მსურველმა მინიმუმ ექვსი თვით უნდა დატოვოს ქვეყანა.

ახალი ვიზების გაცემა 2025 წლის ნოემბრიდანაა დაგეგმილია. განაცხადის წარდგენა შესაძლებელი იქნება ონლაინ რეჟიმში ან სლოვენიის საელჩოს მეშვეობით. პროგრამა განკუთვნილია იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის (EU) ან ევროკავშირის ეკონომიკური ზონის (EEA) წევრები.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით სლოვენია უერთდება იმ ევროპული ქვეყნების სიას, რომლებმაც უკვე შემოიღეს „ციფრული მომთაბარეებისთვის“ განკუთვნილი ვიზები. მათ შორისაა – იტალია, მალტა და ესპანეთი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები