LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Snap Fitness-ში საშემოდგომო სეზონი დაიწყო (ვიდეო)

60

Snap Fitness-ში საშემოდგომო სეზონი დაიწყო.  Snap Fitness-ი მომხმარებლებს პრემიუმ კლასის ტრენაჟორებსა და კვალიფიციურ ფიტნეს ინსტრუქტორებს სთავაზობს. ფიტნეს დარბაზი საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ სავენტილაციო სისტემაზეა მორგებული.

1 თვიან აბონიმეტის ფასი 119 ლარია, რომელიც 24 საათიანი დარბაზის მომსახურებას და  ჯგუფური ვარჯიშებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. 3 თვიანი აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში ფასდაკლება მოქმედებს და მისი ფასი 250 ლარია.

ზუმბა, პილატესი, აერობიკა, სპინინგი, პრესი, კრივი – პროგრამების შერჩევა მომხმარებლის სურვილისამებრ ხდება.

კვალიფიციური ინსტრუქტორები თითოეულ მომხმარებელზე, ინდივიდუალურად შედგენილი პროგრამებით უწევენ საჭირო ინსტრუქტაჟს მსურველებს, რაც უმოკლეს დროში ეფექტურ შედეგს იძლევა.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას  Snap Fitness-ის  მენეჯერმა სოფო სოლოღაშვილმა აღნიშნა, პრემიუმ კლასის ტრენაჟორები, კერძოდ კი „ტექნო ჯიმი“ განსაზღვრავს ხარისხსა და დონეს.

Snap Fitness – ის ფილიალები თბილისში, ყაზბეგის #24 და ჭავჭავაძის #29-ში მდებარეობს. მალე გაფართოებასაც გეგმავენ და რამდენიმე ფილიალი თბილისსა და რეგიონებში გაიხსნება. სურათები + ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები