სულ მალე საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშები აიღებს სტარტს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი რეპერი და მსახიობი, Snoop Dogg ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
მომღერალი უკვე პარიზში იმყოფება, მან „ინსტაგრამზე“ ფოტოც გავრცელა.
„მზად ხარ?“, – წერს სნუპი.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს დაიწყება. სნუპ დოგთან ერთად მეჩირაღდნეები ფრანგი მსახიობი ლეტიცია კასტა და რეპერი MC Solaar იქნებიან.
„მაგიდაზე რა უდევთ“- სნუპ დოგი, ედ შირანი და რასელ ქროუ – ბიჭები კულისებში ერთობიან